09:11 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-15 16:18:28, 3921 ნახვა

რეგიონი
ხურვალეთში აქცია „ახალგაზრდები დეოკუპაციისთვის“ გაიმართება

„ახალგაზრდები დეოკუპაციისთვის“ ამ სახელწოდების აქცია მცოცავი ოკუპაციის წინააღმდეგ 22 ივლისს 12 საათხზე ხურვალეთში იგეგმება. როგორც „ექსპრესნიუსს“ აქციის ორგანიზატორებმა აცნობეს, ორგანიზატორები გორელი ახალგაზრდები, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები არიან. აქციასთან დაკავშირებით მოწოდებები და ვიდეორგოლები სოციალურ ქსელებში უკვე გავრცელდა.

„ვისთვისაც მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებები და ქვეყნის სუვერენიტეტი გავერთიანდეთ და ერთად მოვითხოვოთ საქართველოს დეოკუპაცია,ერთად მოვუწოდოთ საერთაშორისო საზოგადოებას მხარდაჭერისთვის და დავაფიქსიროთ ჩვენი მოქალაქეობრივი პოზიცია.ვისთვისაც მნიშვნელოვანია ქვეყნის დამოუკიდებლობა და ერთიანობა შემოგვიერთდით!მავთულხლართები და მწვანე აბრები დღითიდღე გვიახლოვდება,ვიდრე შენს სახლამდეც დარჩება 450 მეტრი.

რუსეთის მიერ ოკუპაციას უცხოელი მოხალისეებიც გააპროტესტებენ,რომლებიც საერთაშორისო საზოგადოებას რეაგირებისკენ მოუწოდებენ და საკუთარ მოსაზრებებს დააფიქსირებენ.

 









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე ზენონი: ეკლესიის პასუხისმგებლობაა, შეახსენოს ყველას, ძალაუფლება არ დგას კანონზე მაღლა
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics