10:32 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-02 17:21:39, 1575 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი ეწვევა

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი საქართველოს მეუღლესთან, ელკე ბიუდენბენდერთან ერთად 6 ოქტომბერს ესტუმრება.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტის ოფიციალური დახვედრის ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება, სადაც შედგება შეხვედრები პრეზიდენტთან პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში.

საქართველოს და გერმანიის პრეზიდენტები მედიისათვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს შეხვდება და საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტი თბილისში ქართველ ბიზნესმენებს შეხვდება, კახეთს ეწვევა და რამდენიმე ადგილობრივ ღვინის ქარხანას დაათვალიერებს. ოფიციალური ვიზიტის კულტურული პროგრამის ფარგლებში, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი ალავერდის მონასტერსა და ერეკლე მეფის მუზეუმს დაათვალიერებს. ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის ვიზიტი 8 ოქტომბერს დასრულდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლავროვისა და რუბიოს პირველი შეხვედრა თითქმის ერთი წლის შემდეგ მხოლოდ 35 წუთს გაგრძელდა
რუსაეთში ნავთობპროდუქტების წარმოების ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ვარდნა დაფიქსირდა
ქეთი დუმბაძე ონისე ოქრიაშვილზე ფიზიკურ თავდასხმაზე - ძალიან შევწუხდი და განვიცდი
ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი - ბაბუაჩემის სახელით ადამიანის ცემა ან პროვოკატორის ნახელავი უნდა იყოს, ან იდიოტის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics