14:16 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-01 10:15:19, 1267 ნახვა

სამართალი
თბილისში პარკირების ყალბი საშვების დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, ქალაქ თბილისში, სისტემატურად ამზადებდა და ასაღებდა თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის სახელით გაცემულ ავტომანქანების ყალბ საშვებს, რომელიც მფლობელს აძლევდა უფასო პარკირების უფლებას.

„საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია როგორც ყალბი საშვები, ასევე მათ დასამზადებლად განკუთვნილი კომპიუტერული ტექნიკა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით“, - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინული რაკეტები ამჟამად რუსეთის რეგიონების ნახევარზე მეტს აღწევენ
Bloomberg: რუსეთის უმდიდრესი ადამიანების ქონება წლის დასაწყისიდან 4.82 მილიარდი დოლარით გაიზარდა
თამარ კეკენაძე – არ გვაქვს მოლოდინი, რომ მოძალადე დეპუტატებს თავად „ოცნების“ მოძალადე სისტემა დასჯის
ივანიშვილის დეპუტატი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასვლაზე - რეგიონის ლიდერები ერთად დაესწრებიან ცერემონიალს და ამაში უცნაურს ვერაფერს ვხედავ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics