09:43 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-28 11:29:13, 2420 ნახვა

პოლიტიკა
ლავროვი - მოსკოვს არასდროს სურდა ხელოვნური მიზეზების გამონახვა საქართველოსთან საჩხუბრად

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის დასკვნით დღეს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი პრეს-კონფერენცია გამართა.

პრესკონფერენციაზე მას საქართველოს მიმართულებით ავიამიმოსვლისა და ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შესახებ ჰკითხეს.

როგორც ლავროვმა აღნიშნა, მას ეს კითხვა, თუ როდის აღდგება ავია რეისები, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრაზე დაუსვა, რომელიც ქართულმა მხარემ მოითხოვა.

მისი განმარტებით, ამ გადაწყვეტილების მიღების მომენტში, რუსულმა მხარემ აღნიშნა, რომ ეს ზომა დროებითი იქნებოდა და რომ მოსკოვს არასდროს სურდა ხელოვნური მიზეზების გამონახვა საქართველოსთან საჩხუბრად.

„მე მას ვუთხარი, რომ რუსეთი არასდროს ეძებდა ხელოვნურ საბაბს საქართველოსთან წასაკიდებლად. თუ საქართველოს ხელისუფლება შეძლებს პასუხისმგებლობით მოეკიდოს საკუთარ პოზიციას ურთიერთობის ნორმალიზების შესახებ და განავითაროს იგი, მაშინ მე პირადად ავიამიმოსვლას აღვადგენდი“, - განაცხადა ლავროვმა.

ლავრივმა ასევე დასძინა, რომ ახლა, თუ საქართველოს ხელისუფლება გამოავლენდა პასუხისმგებლიან დამოკიდებულებას რუსეთთან ურთიერთობების განვითარებისა და ნორმალიზაციისთვის რუსული მხარის სასარგებლოდ, რუსეთი ამ ნაბიჯს [ავია მიმოსვლის აღდგენა] გადადგამდა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ქეთი დუმბაძე ონისე ოქრიაშვილზე ფიზიკურ თავდასხმაზე - ძალიან შევწუხდი და განვიცდი
ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი - ბაბუაჩემის სახელით ადამიანის ცემა ან პროვოკატორის ნახელავი უნდა იყოს, ან იდიოტის
შსს - ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი პოლიციაში გამოცხადდა და იკითხება
Freedom House - სანაიას დაპატიმრება Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტის გამო გამოხატვის თავისუფლების აშკარა დარღვევაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics