00:41 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-28 10:20:25, 3004 ნახვა

ეკონომიკა
ეკონომიკის სამინისტროში „კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობის საკონსულტაციო საბჭოს“ სხდომა გაიმართა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში მინისტრის პირველი მოადგილის ეკატერინე მიქაბაძის ხელმძღვანელობით „კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობის საკონსულტაციო საბჭოს" სხდომა გაიმართა. აღნიშნული საბჭო „2016-2020 წლების საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგიის" თანახმად შეიქმნა და მისი ფუნქცია კერძო სექტორთან კონსტრუქციული დიალოგის წარმოება და არსებობის შემთხვევაში, ბიზნესის განვითარების შემაფერხებელი ფაქტორების იდენტიფიცირება და განხილვაა.

შეხვედრაზე სსიპ საჯარო კერძო თანამშრომლობის სააგენტოს თავმჯდომარემ, ალექსანდრე რევიამ წარმოადგინა პრეზენტაცია ბიზნესისა და საჯარო სექტორს შორის თანამშრომლობის აღნიშნული მოდელის მოქმედების შესახებ. მან ასევე ყურადღება გაამახვილა ენერგეტიკულ სექტორში დაგეგმილი რეფორმასა და ასევე, სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების სერვისებზე.

 შეხვედრაზე გაიმართა დისკუსია თემაზე ,,კერძო სექტორის განვითარების შემაფერხებელი ფაქტორები," რომლის დროსაც შეხვედრის მონაწილე ბიზნესის წარმომადგენლებმა სხვადასხვა მნიშვნელოვანი გამოწვევის შესახებ გაამახვილეს ყურადღება.

 შეხვედრაზე აღინიშნა, რომ „კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობის საკონსულტაციო საბჭო," როგორც საჯარო და კერძო სექტორს შორის დიალოგის და თანმშრომლობის გაღრმავების მნიშვნელოვანი პლატფორმის ფუნქციონირება, უზრუნველყოფს რეგულარული და სტრუქტურირებული დიალოგის წარმოებას, რაც ეხმარება მთავრობას, შეიმუშაოს ეფექტიანი პოლიტიკა კერძო სექტორის, განსაკუთრებით კი მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობისთვის. ამასთან, რეგულარული დიალოგის მექანიზმი ხელს უწყობს კერძო სექტორს (მათ შორის, მცირე და საშუალო მეწარმეობის წარმომადგენლებს) და მთავრობას  შორის ნდობის გაზრდას და პროგნოზირებადი გარემოს ჩამოყალიბებას.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics