|
2019-09-25 15:51:20, 2781 ნახვა
ეკონომიკა
Commerzbank-მა „თიბისი ბანკი“ ვაჭრობის ფინანსირებაში გამორჩეული პარტნიორობისთვის მეორედ დააჯილდოვა
"თიბისი ბანკმა" ვაჭრობის ფინანსირების სფეროში გერმანიის ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკისგან – Commerzbank ჯილდო უკვე მეორედ მიიღო. აღიარება "თიბისი ბანკს" Commerzbank-მა აღნიშნულ სფეროში მაღალკვალიფიციური თანამშრომლობისა და გამორჩეული პარტნიორობისთვის გადასცა. "თიბისი ბანკი" ვაჭრობის ფინანსირების მიმართულებით მსოფლიოს მაშტაბით ყველა ძირითად საერთაშორისო ბანკთან და ფინანსურ ინსტიტუტთან თანამშრომლობს. აღნიშნული პარტნიორობის ფარგლებში, წლების განმავლობაში, "თიბისი ბანკმა" საკუთარ მომხმარებელს არაერთი პროდუქტი შესთავაზა. ვაჭრობის ფინანსირების სფეროში ბანკს მოპოვებული აქვს საერთაშორისო აღიარება ისეთი ფინანსური ინსტიტუტებისგან, როგორებიცაა – ADB, EBRD, Global Finance. Commerzbank-ი, რომელიც გერმანიის ერთ-ერთ უმსხვილეს ბანკს წარმოადგენს, "თიბისი ბანკის" უძველესი პარტნიორია ვაჭრობის ფინანსირების სფეროში. პირველი საერთაშორისო ტრანზაქცია ბანკებმა 1999 წელს განახორციელეს და მას შემდეგ მომხმარებელს ერთობლივად არაერთი პროექტი შესთავაზეს.
(R)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)