15:39 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-13 14:22:50, 647 ნახვა

საზოგადოება
რიჩარდ ნორლანდი ე.წ. საზღვრის გადმოწევაზე : ეს არის საქართველოს დამცირებისა და პროვოკაციების მცდელობა

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი რუსეთის მიერ ე.წ. საზღვრის გადმოწევას, საქართველოს დამცირებისა და პროვოკაციების მცდელობად აფასებს.
ელჩის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს სრულ მხარდაჭერას უცხადებს.
"მდგომარეობა იგივეა. გრძელდება ის, რაც აქამდე ხდებოდა. მეორე მხრივ კი, ეს არის საქართველოს დამცირებისა და პროვოკაციების მცდელობა. ამერიკის შეერთებული შტატები და საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიცია ისევ უცვლელი რჩება. ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას და ღიად ვაცხადებთ, რომ ეს საქართველოს სუვერენული ტერიტორიაა",-განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.
ცნობისთვის, 10 ივლისს, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, გორის რაიონის სოფელ წითელუბნისა და ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისი-გორის ცენტრალური ავტომაგისტრალის სიახლოვეს ე.წ. ,,საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერები უკანონოდ იქნა აღმართული. ორივე ტერიტორიის სიახლოვეს ბაქო-სუფსას მილსადენის გარკვეული სეგმენტები მდებარეობს და განხორციელებული უკანონო ქმედებით სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე ნავთობსადენის გარკვეული ნაწილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შსს-ს ახალი სამმართველოს საჩივრის საფუძველზე, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე, მოქალაქეს 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
პაპუაშვილი: ახია საფრანგეთზე! როდესაც სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ერევი, მზად უნდა იყო იმისთვის, რომ შენც ასევე მოგეპყრობიან
მსოფლიო რაგბის მომავალი საქართველოში იკრიბება - 27 ივნისიდან ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი იწყება
ემანუელ მაკრონმა ვოლოდიმირ ზელენსკის მასსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრის ორგანიზება შესთავაზა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics