04:35 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-13 14:00:51, 2361 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე - იდეალურთან მიახლოებული კონსტიტუცია გვაქვს

პრაქტიკულად იდეალურთან მიახლოებული კონსტიტუცია გვაქვს, რომელშიც არის ეროვნული  ღირებულებები, ჩვენი დასავლური კურსი, რეფორმების საშუალება, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ თელავში, კონსტიტუციური კანონის პროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვისას განაცხადა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილისა და მთელი ოპოზიციური სპექტრის დაკვეთა, რომ 2020 წელს პროპორციულ სისტემაზე გადასვლა იყო საჭირო, გათვალისწინებულია.

„როდესაც რეფორმას მხარს უჭერდა საზოგადოების უდიდესი ნაწილი და ჩვენ შესაბამისად, ცვლილებები შევიტანეთ კონსტიტუციაში და პრაქტიკულად ახალი კონსტიტუცია დაიწერა. ერთადერთი, რასაც ოპოზიცია გვსაყვედურობდა და შემდეგ, რაც აისახა ვენეციის კომისიის დასკვნაში, ეს იყო, რომ 2020 წლიდან არ გადავდიოდით პროპორციულ არჩევნებზე. ეს ე.წ. ნაკლიც აღმოიფხვრა, ვინაიდან ეს იყო საზოგადების დაკვეთა, ვინაიდან მთელი პოლიტიკური სპექტრი გაერთიანდა.  ამიტომ პრაქტიკულად იდეალურთან მიახლოებული კონსტიტუცია გვაქვს, რომელშიც არის ეროვნული  ღირებულებები, ჩვენი დასავლური კურსი, რეფორმების საშუალება. ეს კონსტიტუცია გრძელვადიან პერსპექტივაში, როგორც მოკლევადიანში იმუშავებს ძალიან კარგად და გამოადგება განვითარებას“, -  აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.  





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics