12:39 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-12 12:52:03, 4000 ნახვა

კომენტარი
ანა ნაცვლიშვილი: ვითანამშრომლებთ ყველასთან, ვინც გვეთანხმება, რომ ქვეყანა შესაცვლელია

მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივი მოძრაობის სპიკერი ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ "ლელო" ითანამშრომლებს ყველასთან, ვინც გუნდის შეხედულებებს იზიარებს. 

როგორც ნაცვლიშვილმა აღნიშნა, საზოგადოებრივი მოძრაობის მიზანი "გამარჯვებული ქვეყნის" შექმნაა. 

"გვაქვს კონკრეტული მიზნები და ხედვები, რაც არის გამარჯვებული ქვეყნის შექმნა. შესაბამისად ვითანამშრომლებთ ყველასთან, ვისაც აქვს ჩვენი მსგავსი ღირებულებები და ვინც გვეთანხმება იმაში, რომ ქვეყანა არის შესაცვლელი. რაც აქამდე ხდებოდა ამ სახელმწიფოში არ არის მისაღები და მოსაწონი, იმისთვის, რომ გამარჯვებულ ქვეყნად ვიქცეთ. ყველა ვინც ამ მიზანში შემოგვიერთდება, მასთან ვითანმშრომლებთ. ჩვენი პრიორიტი არის ვიპოვოთ ადამიანები, რომლებიც იციან საქმის კეთება", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა. 

ცნობისთვის, დღეს "თიბისი ბანკის" დამფუძნებლებმა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელო" ჩამოაყალიბეს





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დააკავეს
NGO-ები: წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს
საია-ში განმარტავენ, რას ეხება მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგში წარდგენილი მე-4 სარჩელი
ყალბი რეკლამით მოქალაქეებს ბინების მშენებლობა-რემონტს სთავაზობდნენ, მიისაკუთრეს 242 000 ლარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics