14:19 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-12 19:21:34, 631 ნახვა

საზოგადოება
ბერლინში, თბილისში სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა

ბერლინში, საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და გერმანულ მხარესთან თანამშრომლობით, საოპეროხელოვნების ქართველი ვარსკვლავების მონაწილეობით, ბერლინის ცნობილ ეკლესიაში Passionskirche,  კლასიკური მუსიკის საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კონცერტიდან შემოსული თანხა 13 ივნისის თბილისის სტიქიის დახმარების ფონდში გადაირიცხება. 

საქველმოქმედო კონცერტში მონაწილეობენ ქართველი შემსრულებლები: გიორგი გაგნიძე, ნინო სურგულაძე, ნიკოლოზ რაჭველი, დუდანა მაზმანიშვილი.

კონცერტზე შესრულდა არიები კლასიკური საოპერო ნაწარმოებებიდან.  დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა გერმანიაში ლადო ჭანტურიამ.

 მან კონცერტის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა თბილისის სტიქიის შედეგად დაზარალებულთა სოლიდარობისთვის. კონცერტის დასასრულს სცენაზე ცნობილი ქართველი საოპერო მომღერალი პაატა ბურჭულაძე ავიდა, რომელიც ასევე მიესალმა ღონისძიების მონაწილეებს.

საქველმოქმედო კონცერტს ესწრებოდნენ ბერლინში მოქმედი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ბერლინის საგარეო საქმეთა სამინისტროს, კულტურის სამინისტროსა და კანცლერის ოფისის წარმომადგენლები, ასევე საქართველოს გერმანელი მეგობრები და ქართული დიასპორის წევრები.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ემანუელ მაკრონმა ვოლოდიმირ ზელენსკის მასსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრის ორგანიზება შესთავაზა
საქართველოს რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელი დავით ფერაძე დააკავეს
საელჩო: დიდმა ბრიტანეთმა სანქციების ახალ პაკეტში შეიყვანა ხომალდი SILVAR, რომელიც წლის დასაწყისში საქართველოს პორტში იმყოფებოდა
„საქართველოს ბანკის“ წარმომადგენელმა NextGen Payments & RegTech Forum-ზე გამოცდილება გააზიარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics