|
2019-09-08 17:57:31, 1867 ნახვა
პოლიტიკა
გახარია: ვიქნებით კონკრეტულად კონცენტრირებული შედეგზე და გვექნება დროში გაზომვადი მიზნები
ჩვენი მთავრობის ძირითადი ამოცანაა საქმე და შრომა, ეფექტი, შედეგი და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ უახლოეს პერიოდში, მაქსიმალურად სწრაფად ვაგრძნობინოთ შედეგები ჩვენს მოქალაქეებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ახალ მთავრობას აქვს ბევრი კარგი ინიციატივა და სახელმწიფო ბიუროკრატია სრულად და ეფექტურად უნდა ამუშავდეს, იმისთვის, რომ ყველა დაგეგმილი ინიციატივა მივიდეს თითოეულ მოქალაქემდე. „ჩვენ დღეს აბსოლუტურად მკაფიოდ ვისაუბრეთ როგორც შიდა, ასევე საგარეო უსაფრთხოების კომპონენტზე, ეკონომიკის განვითარებაზე და ადამიანური კაპიტალის განვითარებაზე. ეს იქნება ჩვენი ძირითადი განზომილებები, რომლებზეც ვიქნებით კონცენტრირებული. პირველი, ეს არის ეფექტურობა - ყველამ კარგად უნდა ვიცოდეთ, რომ თითოეული მოქალაქისთვის, არ აქვს მნიშვნელობა სად, ქალაქში თუ სოფელში, სახელმწიფო, მთავრობა, ხელისუფლება არის ის ჩინოვნიკი, რომელიც როდესაც სახელიდან გამოდის და მის პრობლემებს ან აგვარებს - ან ვერ აგვარებს. ამიტომ, ჩვენ ვიქნებით კონკრეტულად კონცენტრირებული შედეგზე და ჩვენ გვექნება დროში გაზომვადი მიზნები. სახელმწიფო ბიუროკრატია უნდა იყოს ეფექტური და კეთილსინდისიერი. როდესაც ვამბობ - კეთილსინდისიერი, ეს ნიშნავს იმას, რომ მათი ძირითადი ორიენტაცია უნდა იყოს თითოეული მოქალაქის მოთხოვნილებების დაკმაყოფილება", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)