|
2019-09-06 17:12:46, 1647 ნახვა
პოლიტიკა
„ერთი მე მესროლეთ და ერთს მე გესვრით“ - გახარიამ ბობოხიძეს „ხულიგანი“ უწოდა
პარლამენტში სხდომა, სადაც ფრაქცია „ევროპული საქართველო“ მთავრობის ახალ შემადგენლობაში შემავალ კანდიდატებს უსმენს, კამათის ფონზე მიმდინარეობს. კამათის ერთ-ერთი მიზეზი 20 ივნისს გამოყენებული ტყვიები გახდა, რომელიც დეპუტატ ირმა ნადირაშვილის განმარტებით, „ნაკლებად ლეტალურია“ და ამის დამატკიცებლად მან პრემიერობის-კანდიდატ გიორგი გახარიას ტყვიის შეფუთვის ფოტო აჩვენა. საპასუხოდ გახარია აღნიშნა, რომ ნადირაშვილი იტყუება: „იტყუებით ფაქტზე გიჭერენ, როცა იტყუებით, თქვენ ღიზიანდებით“. ამ დროს საუბარში დეპუტატი აკაკი ბობოხიძე ჩაერთო და გახარიას მიმართა: „შევამოწმოთ, ერთი მე მესროლეთ და ერთს მე გესვრით". პასუხად კი, გახარიამ განაცხადა: : „სიამოვნებით, ოღონდ დარბაზში არა. ამაზე, უბრალოდ, ვერ გიპასუხებთ იმიტომ, რომ თქვენ ჩვეულებრივი ხულიგანი ხართ და მე პასუხისმგებლობა მაქვს“. რაც შეეხება, ირმა ნადირაშვილის კითხვას, გამოიყენებდა, თუ არა დღევანდელი გადასახედიდან გახარია აღნიშნულ ტყვიებს, პრემიერობის კანდიდატმა განმარტა, რომ ტყვიებს ისევ გამოიყენებდა. „მაშინ, როდესაც სახელმწიფო ინსტიტუტების და მოქალაქეების ჯანმრთელობის შტურმისგან და თავდამსხმელებისგან დაცვა გახდება საჭირო“, - უპასუხა გიორგი გახარიამ.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)