|
2019-09-05 19:17:42, 1361 ნახვა
პოლიტიკა
„ნუ მებლატავებით და მომისმინეთ!“ - ვანო მაჭავარიანი და ლევან კობერიძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ [ვიდეო]
პარლამენტში, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე, დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე და ფინანსთა მინისტრობის კანდიდატი ივანე მაჭავარიანი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. კამათი მას შემდეგ დაიწყო, რაც კობერიძემ მაჭავარიანს საყვედურით მიმართა და განაცხადა, რომ როდესაც კითხვას სვამს მინისტრობის კანდიდატი სხვებთან არ უნდა საუბრობდეს: „იმისთვის მოდიხართ აქ მგონი რომ მომისმინოთ. როცა კითხვას გისვამთ, სხვა დეპუტატების კითხვის დროსაც ერთმანეთს ესაუბრებით“, - მიმართა კობერიძემ მაჭავარიანს. საპასუხოდ, მაჭავარიანმა განაცხადა, რომ ყველა კითხვას ამომწურავ პასუხს გასცემს და კობერიძეს მიუთითა, რომ „მისი საქმე არ არის შეკითხვის დროს საით გაიხედება“. „თქვენ შეგიძლიათ დასვათ კითხვა და დაელოდოთ პასუხს. ეხლა მე საით გავიხედები თქვენი შეკითხვის დროს ეს თქვენი საქმე არ არის. თქვენ მიიღებთ ამომწურავ პასუხს. რა სახით და როგორ ვისმენ თქვენი საქმე არ არის“, - მიმართა მაჭავარიანმა. ამის შემდეგ კობერიძემ მინისტრობის კანდიდატს შემდეგი რეპლიკით მიმართა: „ნუ მებლატავებით ეხლა და მომისმინეთ კითხვას რომ ვსვავ“. ხმაურის გამო მაჭავრიანს და კობერიძეს საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ მიმართა და მათ სიმშვიდისკენ მოუწოდა, რის შემდეგაც კამათი შეწყდა.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)