|
2019-09-04 11:51:56, 1411 ნახვა
პოლიტიკა
ზალკალიანი: ე.წ. ბორდერიზაცია და ჩორჩანას მოვლენები მიანიშნებს, რომ ანექსიისკენ ნაბიჯები არ შენელებულა
„გუგუტიანთკარში უკანონო ბორდერიზაცია და ჩორჩანასთან განვითარებული მოვლენები მიანიშნებს, რომ ფაქტობრივი ანექსიისკენ ნაბიჯები არ შენელებულა“, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა დავით ზალკალიანმა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა, ევროინტეგრაციისა და დიასპორის საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა. როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, პროცესის შესაჩერებლად საჭიროა ქართულმა მხარემ ყველა არსებული ფორმატი გამოიყენოს. „იცით თქვენ, რომ ამ პერიოდის განმავლობაში სერიოზულ გართულებებს ჰქონდა ადგილი. თუნდაც გუგუტიანთკარში მიმდინარე უკანონო ბორდერიზაციის პროცესი, თუნდაც ის მოვლენები, რაც განვითარდა ჩორჩანასთან მიანიშნებს იმაზე, რომ ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები არ შენელებულა და საჭიროა, ამაზე ჩვენს პარტნიორებთან ერთად მაქსიმალურად გამოვიყენოთ ყველა არსებული ფორმატი, რომელიც დღეს არსებობს“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)