|
2019-09-04 11:14:25, 1205 ნახვა
პოლიტიკა
საპარლამენტო ოპოზიციამ მინისტრობის კანდიდატების საკომიტეტო მოსმენებს ბოიკოტი გამოუცხადა
საქართველოს მთავრობის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვას ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებს. ოპოზიციონერი დეპუტატი კომიტეტის არც ერთ სხდომას არ დაესწრებიან. სხდომებს არ დაესწრებიან როგორც "ევროპული საქართველოს" ასევე "ნაციონალური მოძრაობის" წევრებიც. პარლამენტმა საქართველოს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე მსჯელობა დღეიდან დაიწყო. სამი გაერთიანებული კომიტეტის სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატს დავით ზალკალიანს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატს მიხეილ ბატიაშვილსა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატს ეკა ტიკარაძეს მოუსმენს. კომიტეტების სხდომა გაიმართება 5 სექტემბერსაც, სადაც კანონმდებლები ძალოვანი და ასევე ეკონომიკის დარგის მინისტრობის კანდიდატებს მოუსმენენ. 8 სექტემბერს კი, პარლამენტის პლენარული სხდომაა ჩანიშნული, რომელზეც საქართველოს მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვა მოხდება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)