07:27 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-02 15:33:49, 2159 ნახვა

სამართალი
კალაძე უარყოფს, რომ ღარიბაშვილის შს მინისტრად დაბრუნების წინააღმდეგია

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ის ირაკლი ღარიბაშვილის შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე დაბრუნების წინააღმდეგია, სიმართლეს არ შეესაბამება.

როგორც მან აღნიშნა, მინისტრთა კაბინეტთან დაკავშირებით გუნდში მსჯელობა არ ყოფილა, თუმცა თავად შს მინისტრის პოსტზე ღარიბაშვილის დაბრუნებას მიესალმება.

„ეს არის დიდი ტყუილი, სიცრუე და სისულელე. პირველი რაც მინდა ვთქვა, ირაკლი არის ჩემი მეგობარი. მეორე რაც მთავარია გუშინ საერთოდ არ ყოფილა საუბარი, თუ ვინ იქნებიან მინისტრობის კანდიდატები. ვინ იქნება მინისტრთა კაბინეტში ამას უშუალოდ ახალი პრემიერ-მინისტრი გადაწყვეტს. თუ მეკითხებით როგორ პარტიის გენერალურ მდივანს, პირადად მე მივესალმები შს მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნებას, ვფიქრობ, ის იქნება ძლიერი მინისტრი“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ღალიბაფი: თუ აშშ უარს იტყვის დიალოგის გზით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, ჩვენ ომისთვის მზად ვართ
დონალდ ტრამპის შესახებ ახალი წიგნი, გამოსვლიდან პირველივე კვირაში ბესტსელერი გახდა
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics