23:38 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-31 10:53:00, 1927 ნახვა

პოლიტიკა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ჩორჩანასთან შექმნილ ვითარებაზე: მოვუწოდებთ ყველა მხარეს, თავიდან აიცილონ ესკალაცია

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი სოფელ ჩორჩანასთან შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ამერიკა ყველა მხარეს ესკალაციის თავიდან არიდებისკენ მოუწოდებს. 

„ვაშინგტონი თვალყურს ადევნებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან სამხედრო გაძლიერებას. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, თავი შეიკავონ ესკალაციისგან და შექმნილი სიტუაციის მოსაგვარებლად იმუშაონ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზისა და ჟენევის საერთაშორისო თანათავმჯდომარეების მეშვეობით. გარდა ამისა, მოვუწოდებთ რუსეთს, გამოიყენოს ყველა ხელმისაწვდომი არხი ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ ვითარების ესკალაციის თავიდან ასაცილებლად“, - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics