|
2019-08-28 15:10:54, 1483 ნახვა
პოლიტიკა
გოცირიძე შესაძლო სამთავრობო ცვლილებებზე: ივანიშვილმა შეიძლება მოიყვანოს „პაიკი“, რომელიც უფრო „იპაიკებს“
„ნებისმიერი ნაბიჯი, რასაც გადადგამს ივანიშვილი, მიმართულია ერთადერთი მიზნისკენ, დანაშაულებრივი გზით შეინარჩუნოს ძალაუფლება“, - ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, რომან გოცირიძე მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებს. გოცირიძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს სჭირდება, როგორც უსიტყვოდ ყველაფრის შემსრულებელი, ასევე ყველაფრის მკადრებელი ადამიანები. „ნებისმიერი ნაბიჯი, რასაც გადადგამს ივანიშვილი, მიმართულია ერთადერთი მიზნისაკენ, ეს არის დანაშაულებრივი გზით ძალაუფლების შენარჩუნება და ამას შემდგომ მოსდევს მანიპულაციები, რეპრესიები პოლიტიკური პარტიების მიმართ, ადამიანის დაპატიმრებები, მედიასაშუალებების დახურვა და არ არის გამოიცხული ამ კონტექსტში რაღაც სამთავრობო გადაჯგუფებები იყოს და ვიღაც „პაიკი“ მოიყვანოს, რომელიც უფრო მეტად „იპაიკებს“, ვიდრე დღევანდელები. ამიტომ არ არის გამორიცხული რომ წინასაარჩევნოდ მათ დასჭირდეთ ყველაფრის მკადრებლები და ყველაფერზე წამსვლელი ადამიანები. თუ დღევანდელი მთავრობა უუნაროა და ივანიშვილის დავალებების უსიტყვოდ შემსრულებელი, მათ მომავალში ალბათ დასჭირდებათ, როგორც უსიტყვო შემსრულებლები, ასევე აშკარა კანონდარღვევაზე და ძალადობრივი გზით მოსიარულე ადამიანები“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)