22:35 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-28 14:26:45, 1555 ნახვა

პოლიტიკა
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი: ახალი ღობეების აღმართვა მოსახლეობას კიდევ უფრო ჰყოფს

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ერიკ ჰოგი დღეს, ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე, სოფელ გუგუტიანთკართან ახლოს იმყოფებოდა. 

როგორც ჰოგი Twitter-ის საკუთარ გვერდზე წერს, ახალი ღობეების აღმართვა მოსახლეობას კიდევ უფრო ჰყოფს. 

„დღეს დილით, ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე, სოფელ გუგუტიანთკართან ახლოს მიმდინარე „ბორდერიზაციის“ პროცესზე დაკვირვების მიზნით, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ორ თანათავმჯდომარესთან ერთად ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საპატრულო ჯგუფს შევუერთდი. ახალი ღობეების აღმართვა მოსახლეობას კიდევ უფრო ჰყოფს. ეს საკითხი ხვალ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების შეხვედრის დროსაც განიხილება“, - წერს ერიკ ჰოგი.

ცნობისთვის, ჰოგისთან ერთად ადგილზე სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ტოივო კლაარი იმყოფებოდა. 









ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics