19:13 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-27 17:03:21, 2203 ნახვა

კომენტარი
ვატო წერეთელი - გირაოს სახით „ტვ პირველის“ შენობის ჩადება მოგვიწევს

"ტვ პირველის" დამფუძნებლის, ვახტანგ წერეთლის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ მის მამას, ავთანდილ წერეთელს სასამართლო აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეუფარდებს, ისინი იძულებულები გახდებიან, გირაო ტელეკომპანიის შენობით უზრუნველყონ. 

როგორც წერეთელმა აღნიშნა, მისი ოჯახი აქტიურ ბიზნესში არ არის ჩართული. 

"პროკურატურას გირაოს შეფარდებაზე მოჰყავს მაგალითი "ხადარკოვსკი რუსეთის წინააღმდეგ". გასაოცარია ეს ჩემთვის. ვერ გასცდა ჩვენი ქვეყნის სასამართლო და პროკურატურა რუსეთს. ჩემი ოჯახი აქტიურ ბიზნესში აღარ არის. რატომ აღარ არის აქტიურ ბიზნესში, ამაზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებთ. გირაოს სახით შეიძლება მოხდეს ტვ პირველის შენობის ჩადება, სამწუხაროდ, იმიტომ რომ ჩვენ ბიზნესში აღარა ვართ და ქონების ჩადება თუ მოგვიწევს, მოგვიწევს ტვ პირველის ჩადება. რასაც ვულოცავთ პროკურატურას, ანუ სახელმწიფოს", - აღნიშნა ვატო წერეთელმა. 

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლო ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics