|
2019-08-22 20:22:59, 2199 ნახვა
პოლიტიკა
ხაზარაძე: მოვუწოდებ რუსული „პაგონების“ ქვემოთ ჩამალულებს, არაფერი გამოგივათ, ანაკლიას ავაშენებთ
„მოვუწოდებ რუსული პაგონების ქვემოთ ჩამალულებს, არაფერი გამოგივათ, ანაკლიას ავაშენებთ ჩვენი პარტნიორი ამერიკის და ევროპის ინვესტიციებით“, - ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ პროკურატურიდან გამოსვლის ჟურნალისტებს განუცხადა. მისი განცხადებით, ანაკლიის პორტის განვითარება ქვეყნის უსაფრთხოებისა და წინსვლის გარანტიაა. „მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, არის საკითხები, რომლებსაც გავახმოვანებთ და საზოგადოებას ეცოდინება ის დინებები, რომელიც პირდაპირ სამთავრობო უწყებებში, ეს ე.წ, მე-5 კოლონის სახით, რუსული გავლენის სახით ეწინააღმდეგება ჩვენთვის, ქართველებისთვის და საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს პროექტს. ანაკლია არ არის მხოლოდ ღრმაწყლოვანი პორტი, ეს არის ჩვენი ქვეყნის შემოტრიალება, შემოტრიალება ერთხელ და სამუდამოდ ევროპისკენ. არის უსაფრთხოებისა და ჩვენი ეკონომიკური წინსვლის გარანტია. ამიტომ პირდაპირ მოვუწოდებ იმ ხალხს, ჩამალულებს რუსული „პაგონების“ ქვემოთ, რომ არაფერი არ გამოგივათ, ანაკლია ავაშენებთ და ავაშენებთ ჩვენი პარტნიორი ამერიკის და ევროპის ინვესტიციებით“, - განაცხადა ხაზარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)