21:31 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-21 14:34:11, 1139 ნახვა

პოლიტიკა
სამადაშვილი: „რუსთავი 2“-ში საკადრო ცვლილებები სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის მიზნით მოხდა

საკადრო ცვლილებები, ფაქტობრივად მიმართულია იქითკენ, რომ ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკა შეიცვალოს - ასე შეაფასა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა რუსთავი 2-დან რამდენიმე წამყვანი ჟურნალისტის გათავისუფლების გადაწყვეტილება.

სალომე სამადაშვილის შეფასებით, შედეგად ქვეყანა თავისუფალი სიტყვის მნიშვნელოვან პლატფორმას დაკარგავს.

„მე ვფიქრობ, ყველასთვის ნათელი იყო, რომ რუსთავი 2, ახალი მფლობელის პირობებში, სარედაქციო დამოუკიდებლობას ვერ შეინარჩუნებდა. ეს პროცესი უკვე დაიწყო. საკადრო ცვლილებები, ფაქტობრივად მიმართულია იქითკენ, რომ ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკა შეიცვალოს. ეს, ცხადია, კეთდება ირიბად, პირდაპირ ცენზურის დაწესებას ტელევიზიაში ვერ შეძლებდნენ, მაგრამ სწორედ საკადრო ცვლილებებით შეიცვლება და უახლოეს კვირეებში ჩვენ ამას ვნახავთ. რეალურად, ჩვენი ქვეყანა დაკარგავს თავისუფალი სიტყვის ძალიან მნიშვნელოვან პლატფორმას და სიტყვის თავისუფლებას ძალიან დიდი დარტყმა მიადგება“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
ბათუმში სროლა იყო, დაჭრილია 1 ადამიანი
როგორ შეიქმნა სუხიშვილების ახალი ვიდეო "საქართველოს შემოქმედება, რომელიც არ ჩერდება"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics