|
2019-08-21 00:54:11, 1163 ნახვა
პოლიტიკა
ხალვაში ჟურნალისტების გაშვების შემდეგ წერს, რომ ყველაფერი კარგად იქნება
„რაც მოხდა სიურპრიზი არ იყო, მაგრამ მაინც არ არის სასიამოვნო. ყველაფერი კარგად იქნება“, — ასე გამოეხმაურა „რუსთავი 2“-ის ახალი მფლობელი ქიბარ ხალვაში არხზე ბოლო საათებში განვითარებულ მოვლენებს. 9-საათიანი კურიერის დაწყებისთანავე წამყვანებმა, დიანა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმა ეთერი და არხი დატოვეს. საინფორმაციო გამოშვება მათი გამოსამშვიდობებელი სიტყვებისთანავე შეწყდა. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურს ნინო შუბლაძე უხელმძღვანელებს. შესაძლოა მან არხის საინფორმაციო მიმართულებას ძველებურად დირექტორის მოადგილის სტატუსითაც უხელმძღვანელოს. ამის შესახებ, რუსთავი 2 ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ რუსთაველზე გამართულ აქციაზე #სირცხვილია, ისაუბრა. „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორს, პაატა სალიას ჟურნალისტებმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ჰკითხეს, გათავისუფლებულ ნოდარ მელაძის პოზიციაზე, ანუ რუსთავი 2-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსად ინიშნება თუ არა ნინო შუბლაძე.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)