|
2015-07-09 15:13:23, 726 ნახვა
სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლომ დავით კეზერაშვილს პატიმრობა შეუფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლოში განხილულ იქნა ბრალდებულ დავით კეზერაშვილისათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხი. მოსამართლემ სრულად გაიზიარა პროკურატურის პოზიცია და გამოძალვისთვის ბრალდებულ დავით კეზერაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. მათივე ცნობით, დავით კეზერაშვილს ბრალი ედება მოქალაქეთათვის ქონების იძულებით ჩამორთმევაში. კერძოდ, ფოთის პორტში ნავთობპროდუქტების და მშრალი ტვირთების გადამუშავებასთან დაკავშირებული ბიზნესწილების მესაკუთრისთვის გამოძალვაში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ“ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4 დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ამჟამად ინტერპოლის წითელი ცირკულარით დავით კეზერაშვილის მიმართ წარმოებს საერთაშორისო ძებნა“, – აცხადებენ პროკურატურაში.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)