19:31 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-16 11:36:23, 903 ნახვა

პოლიტიკა
ლევან კობერიძე შს მინისტრს მოუწოდებს, მის მიერ გაგზავნილ სადეპუტატო კითხვას უპასუხოს

„ქვეყანას ყავს შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც თავად არღვევს კანონს!“ - ამის შესახებ განცხადებას პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე ავრცელებს.

ლევან კობერიძე გიორგი გახარიას მოუწოდებს, მის მიერ გაგზავნილ სადეპუტატო კითხვას უპასუხოს

 „ორი თვის წინ  შსს მინისტრს  გახარიას სადეპუტატო შეკითხვა  გავუგზავნე იმ აქტივობაზე, ამოტრიალებული მანქანებით რომ გაავსეს მთელი ქალაქი -  კამპანია "მეტი სიცოცხლისთვის" - რა იყო ამ კამპანიის მიზანი, რა დაუჯდა ეს  ბიუჯეტს  და რა შედეგები   დადგა.  ჩემი აზრით, ეს იყო ბიუჯეტის უყაირათო ხარჯვის ერთ-ერთი მკაფიო მაგალითი და, როგორც ჩანს, ამაზე შსს მინისტრს პასუხი არ აქვს კანონის ძალით  და ნებისმიერ მინისტრს  და საჯარო უწყებას ევალება,  რომ კონკრეტულ ვადაში უპასუხოს პარლამენტარის სადეპუტატო შეკითხვას , გახარიამ უგულებელყო და დაარღვია კანონი.  აუხსნას ეხლა გახარიამ საზოგადოებას რატომ დაარღვია კანონი?!“ - აღნიშნულია დამოუკიდებელი დეპუტატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
როგორ შეიქმნა სუხიშვილების ახალი ვიდეო "საქართველოს შემოქმედება, რომელიც არ ჩერდება"
პენ საქართველო: ვახო სანაიას საქმე სცილდება 1 ჟურნალისტის უფლებების დარღვევას, სახიფათოა
NGO-ები: საგანგაშოდ მივიჩნევთ ვახო სანაიას დაკავებას, სოლიდარობას ვუცხადებთ
ე.წ. საბოტაჟის საქმის განხილვა სექტემბრიდან განახლდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics