19:06 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-12 18:51:18, 1205 ნახვა

კომენტარი
ხუხაშვილი: ხელისუფლების შეტევის მთავარი ობიექტი ალბათ მამუკა ხაზარაძე გახდება

„ხელისუფლების შეტევის მთავარი ობიექტი, ალბათ, მამუკა ხაზარაძე გახდება”, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა "თიბისი ბანკის" დამფუძნებლის მიერ ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის დაანონსებასთან დაკავშირებით განაცხადა.

ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ რადგან ხაზარაძეს მკვეთრად პროდასავლური ორიენტაცია აქვს, კოალიციაში „ქართულ ოცნებასთან“ ერთად არ იქნება.

„ეს გადაწყვეტილება საკმაოდ საინტერესოა და სახელმწიფოებრივადაც ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ ეს ორპოლუსიანობა ამ ქვეყანაში  უნდა დასრულდეს.  ჩვენ აუცილებლად გვჭირდება პოლიტიკური სივრცის გახსნა და მამუკა ხაზარაძე, გარკვეულწილად,   ამის ინსტრუმენტი იქნება. რამდენად წარმატებული იქნება, ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ მას არ აქვს პოლიტიკაში გამოცდილება, გასაგებია, რომ ხელისუფლების შეტევის მთავარი ობიექტი, ალბათ, გახდება მამუკა ხაზარაძე. ვითარებაში, როდესაც საკონტროლო პაკეტი არცერთ პოლიტიკურ ძალას არ ექნება, დაიჭიროს ე.წ. ოქროს გასაღები ხელში, ანუ მასზე გახდეს დამოკიდებული, თუ რომელ მხარეს შედგება მმართველი კოალიცია. გამომდინარე იქიდან, რომ მამუკა ხაზარაძეს მკვეთრად გამოკვეთილი პროდასავლური ორიენტაცია აქვს, დეკლარირებული, ეს ნიშნავს, რომ ალბათ, უფრო სხვა კოალიციაში, სხვა მიმართულებით უნდა ველოდოთ, ვიდრე „ქართულ ოცნებასთან“ ერთად“, - განაცხადა ხუხაშვილმა „რუსთავი 2“-თან საუბრისას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics