|
2019-08-11 03:19:30, 1396 ნახვა
პოლიტიკა
ნიკა გვარამია - პოლიტიკურ დევნილობას მივაწვები იმიტომ, რომ ვარ - ვიდეო
„პოლიტიკურ დევნილობას მივაწვები იმიტომ, რომ ვარ“, -- ამის შესახებ „რუსთავი 2“ - ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. „მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი სახეზეა, ჩემთვის, მართალი გითხრათ, ძალიან ხელსაყრელია ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ამას ახლა დიდებულად ჩამოვწერ, რომ ყველა მიხვდება, რომ პოლიტიკური საქმეა, მაგრამ ქვეყნისთვის ძალიან ცუდია. რომ ყველა მიხვდება, რომ პოლიტიკური საქმე რომაა იმიტომ, რომ ყველა ქვეყნის სისტემაში ასეთი რამ არ შეიძლება, რომ სამოქალაქო სამართალში „შეჩხირო“ სისხლის სამართალი კონტრაქტის თავისუფლების ნაწილში და ამ მოსამართლემ ჩათვალა, რომ შეიძლება და არ შეიძლება, არა. ჩემთვის რა, დავწერ, პოლიტიკურ დევნილობას მივაწვები იმიტომ, რომ ვარ“, - ამბობს ნიკა გვარამია. თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახედ 40 000 ლარიანი გირაო შეუფარდა. მას ქვეყნიდან გასვლაც აეკრძალა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)