|
2015-07-08 20:25:33, 1031 ნახვა
სამხედრო
თინა ხიდაშელი: არსებითი პაკეტის იმპლემენტაციას ნატო-ს ექსპერტებთან ერთად გავაგრძელებთ
თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის განცხადებით, არსებითი პაკეტის იმპლემენტაცია ნატო-ს ექსპერტებთან ერთად გაგრძელდება. ამის შესახებ ხიდაშელმა ჟურნალისტებს საქართველოში დაგეგმილი ერთობლივი საწვრთნელი ცენტრის გახსნის საკითხის კომენტირებისას განუცხადა. „საქართველოში უკვე იმყოფება ნატო-ს ძირითადი გუნდის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე, ყველა არ არის ჯერ ჩამოსული, მაგრამ ივლისის ბოლომდე უკვე მთლიანი შემადგენლობა აქ იქნება. თითოეული მათგანი არის უელსის პაკეტის თითოეული ნაწილის კოორდინატორი და შესაბამისად, მათთან ერთად გავაგრძელებთ პაკეტის იმპლემენტაციას. რა თქმა უნდა, ამ პაკეტის ერთ-ერთი ძირითადი და მნიშვნელოვანი კომპონენტი არის სწორედ საწვრთნელი ცენტრის შექმნა, რომელიც დიდი ხანია ვთქვით, რომ ნაცვლად დაგეგმილი შემოდგომის ბოლოს, აგვისტოში გაიხსნება და ჩვენი ამოცანაა, რაც შეიძლება, მაღალი ტემპით, სწრაფად მივიდეთ იმ შედეგამდე, რომელიც ვფიქრობ, საქართველოს ყველა მოქალაქეს გვაერთიანებს და შევასრულოთ პაკეტის მოთხოვნები სწრაფად, ეფექტურად და ხარისხიანად და გადავდგათ შემდეგი ნაბიჯები“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)