20:41 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-09 18:22:12, 1719 ნახვა

კომენტარი
ვოლსკი გვარამიას საქმეზე: ახსენებენ ივანიშვილს, მაგრამ არ საუბრობენ იმაზე, რა აქვს დაცვის მხარეს ბრალდების გასაქარწყლებლად

„საყურადღებოა, რომ გვარამია, გარკვეულწილად, მედიასაშუალებას წარმოადგენს, თუმცა პარტიულს, ეს არ არის ინდულგენცია იმისთვის, რათა გამოძიებამ პასუხი საკმაოდ სერიოზულ საკითხებზე არ მოითხოვოს“, - ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ „რუსთავი 2“-ის ყოფილი დირექტორის, ნიკა გვარამიასთვის პროკურატურის მიერ ბრალის წარდგენის გადაწყვეტილება.

ვოლსკი აღნიშნავს, რომ მსგავს საქმეებში ყოველთვის ახსენებენ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს და იშვიათად საუბრობენ იმაზე, თუ რა საბუთები აქვთ ბრალდების გასაქარწყლებლად.

„როცა ვინმეს ბრალი წარედგინება, უკვე წინასწარ ვიცით, რაზე იქნება ლაპარაკი: რომ აუცილებლად იქნება ნახსენები ბიძინა ივანიშვილი, მისი დაინტერესება, მაგრამ ძალიან იშვიათად და არაარგუმენტირებულად საუბრობენ ბრალის კონკრეტულ შემადგენლობაზე - რამდენად რეალურია ის  და რა აქვს მოპასუხე მხარის ადვოკატს ბრალის გასაქარწყლებლად. ის, რომ პოლიტიკური ფიგურა აკეთებს მსგავს განცხადებას, როგორც ვთქვათ, გვარამიაა, რასაკვირველია, საყურადღებოა. საყურადღებოა ისიც, რომ გვარამია, გარკვეულწილად, მედიასაშუალებაას წარმოადგენს, თუმცა პარტიულს, ეს არ არის ინდულგენცია იმისთვის, რათა გამოძიებამ პასუხი საკმაოდ სერიოზულ საკითხებზე არ მოითხოვოს“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, „რუსთავი 2“-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას, ტელეკომპანიის თანხების მითვისებისა და ქონების გადამალვის ფაქტზე, ბრალი წარედგინება. პროკურატურის ცნობით, გამოძიებით დადგენილია, რომ ნიკა გვარამიას მიერ საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით  ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2"-მა ვერ მიიღო  6 763 510  ლარი, რითაც საწარმოს დიდი ოდენობით ზიანი მიადგა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics