|
2015-07-08 18:30:02, 765 ნახვა
სამართალი
სერგო თეთრაძის მეუღლემ თინა ხიდაშელს პოლკოვნიკის წამებაში სავარაუდო მონაწილე პირების სია გადასცა
პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის მეუღლემ ნანა თეთრაძემ და ადვოკატმა მაგდა კოტრიკაძემ თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელს იმ პირების სია გადასცეს, რომლებსაც, მათი მტკიცებით, პოლკოვნიკის წამებასთან აქვთ კავშირი. თეთრაძის მეუღლის განცხადებით, დამნაშავეები თავდაცვის სამინისტროში დღემდე მუშაობენ. ნანა თეთრაძის თქმით, მათ თავდაცვის მინისტრს სთხოვეს, რომ ეს ადამიანები სამსახურიდან გათავისუფლდნენ. „ძალიან კონსტრუქციული შეხვედრა იყო. ჩვენ მოვუყევით მას საქმის მასალების შესახებ, თუ რა წოდება ჰქონდა ჩემს მეუღლეს. ის იყო ორი ომის ვეტერანი და მინისტრს ვთხოვეთ, ყველა ის თანამშრომელი, რომელიც დღეს თავდაცვის სამინისტროში, ან სამხედრო პოლიციაში მუშაობას აგრძელებს და მათი ვინაობა დაკავშირებულია ჩემი მეუღლის წამებასთან, გაერკვიონ ამ საქმეში და ეს ადამიანები დროებითი კადრების განყოფილებაში გაიდაიყვანონ“, – აღნიშნა ნანა თეთრაძემ. მას პოლკოვნიკის მკვლელობაში ეჭვმიტანლი პირების კონკრეტული გავრები და რაოდენობა არ დაუსახელებია. ამასთან, როგორც ადვოკატმა მაგდა კოტრიკაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ის აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მთავარ პროკურორთან აპირებს შეხვედრას და დამატებითი ინფორმაცია სწორედ ამის შემდეგ გასაჯაროვდება.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)