01:05 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-31 10:43:30, 1369 ნახვა

კომენტარი
ქობულია - ლარის გაუფასურების შედეგად მოსახლეობა კიდევ უფრო გაღარიბდება

ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია არ გამორიცხავს, რომ უახლოეს მომავალში ეროვნული ვალუტა კიდევ უფრო გაუფასურდეს.

ქობულიას მოსაზრებით, რადგან პროდუქტის უმეტესობა  იმპორტირებულია, ფასები გაიზრდება და, შესაბამისად, მოსახლეობა კიდევ უფრო გაღარიბდება. 

„ლარის გაუფასურების ერთ-ერთი წამყვანი მიზეზი არის ჩვენს ეკონომიაში ვალუტის შემოდინების ნაკლებობა. კერძოდ იმიტომ, რომ შეწყდა ტურისტული ნაკადი, პრაქტიკულად, რუსეთიდან. ის უცხოელი ინვესტორები, ვინც აკეთებდნენ ინვესტიციას, ისინიც ფიქრობენ, გააგრძელონ თუ არა. მოვლენები, რომლებიც დღეს ვითარდება ჩემთვის მიუთითებს იმაზე, რომ ლარის გაუფასურებაზე შეიძლება დამატებითი წნეხი იყოს უახლოეს მომავალში. ყველაფერი არის იმპორტირებული. ეს ყველაფერი არის გაფასებული დოლარში და თუ ლარი გაუფასურდა, მოსახლეობისთვის ის ყველა პროდუქტი, რაც ჩამოვთვალე, გაძვირდება. მოსახლეობა უფრო გაღარიბდება. პრობლემა დღევანდელი მთავრობის ის არის, რომ ეშინიათ ასეთი რაღაცების თქმა. ისინი ვალდებულები არიან, რომ აუხსნან საზოგადოებას, როგორია რეალური სიტუაცია,“ - განაცხადა გიორგი ქობულიამ "რუსთავი 2"-ის ეთერში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics