02:26 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-26 13:28:11, 1375 ნახვა

კომენტარი
აქიმიძე: ქიბარ ხალვაშმა შეიძინა არა წილი, არამედ გახდა ჩვენი გარანტორი „რუსთავი 2“-ის ვალთან დაკავშირებით

"რუსთავი 2"-ის დამფუძნებლები დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე პარლამენტში დამოუკიდებელ დეპუტატებს ხვდებიან.

შეხვედრა ცოტა ხნის წინ დაიწყო. როგორც შეხვედრის დაწყებამდე ჯარჯი აქიმიძემ ჟურნნალისტებს განუცხადა, ტელეკომპანიის დამფუძნებლები ახლანდელ მფლობელს ქიბარ ხალვაშს საბუთების გაფორმებამდე არ შეხვედრილან.

"იქიდან გამომდინარე, რომ წლების წინ ჩვენთან საუბარი ჰქონდათ იმ დროს ქვეყნის უმაღლესი თანამდებობების მქონე პირებს, ესენი იყვნენ ზურაბ ადეიშვილი და ვანო მერაბიშვილი, ქიბარ ხალვაშთან კომუნიკაცია არ გვქონია, ის საერთოდ არ გვინახავს.  ვნახეთ მხოლოდ ნოტარიუსთან, როდესაც ხელი უნდა მოეწერა საბუთზე. თუმცა გაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ მან არა წილი შეძინა ჩვენგან, არამედ ქიბარ ხალვაში გახდა იმ დოკუმენტის მიხედვით გარანტორი "რუსთავი 2"-ის ვალთან დაკავშირებით, ანუ ჩვენ მოგვეხსნა ვალის ვალდებულება. ვალი გადაიბარა ქიბარ ხალვაშმა, როგორც მომავალმა მფლობელმა", - განაცხადა აქიმიძემ.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics