|
2015-07-07 10:19:32, 779 ნახვა
სამართალი
შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო რეალიზაციის ბრალდებით 5 პირი დააკავა
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო გასაღების ბრალდებით 5 პირი. უწყების ინფორმაციით, დაკავებულები არიან: 1956 წელს დაბადებული მალხაზ გ, 1979 წელს დაბადებული ზურაბ ლ, 1962 წელს დაბადებული ტარიელ ქ, 1989 წელს დაბადებული დავით გ. და 1956 წელს დაბადებული ოთარ ლ. დააკავეს. „გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები საქართველოში ყიდულობდნენ „გლოკის“ სისტემის ცეცხლსასროლ იარაღს, ოფიციალურად იფორმებდნენ, ხოლო შემდეგ აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღის რეალიზაციას ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირებზე მართლსაწინააღმდეგოდ ახდენდნენ. სამართალდამცველებმა ბრალდებულები გორის რაიონის სოფელ ქიწნისში დააკავეს. ხუთივე დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო გასაღების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)