|
2019-07-24 13:12:34, 1756 ნახვა
პოლიტიკა
ვოლსკი TBC-ს საქმეზე: კითხვებს პასუხები სჭირდება, ეს არ არის დაკავშირებული პოლიტიკასთან
„კითხვებს პასუხები სჭირდება“, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების - მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ს მიმართ ბრალის წარდგენას. ვოლსკი გამორიცხავს, რომ ბრალის წარდგენას ხაზარაძის პოლიტიკურ გეგმებთან რაიმე კავშირი ჰქონდეს. „კითხვებს პასუხები სჭირდება. რასაკვირველია, მე არასოდეს სიამოვნებით არ ვიტყვი იმას, რომ რომელიმე ადამიანი დაიჭირონ, გასამართლონ, დაიჭირონ, მაგრამ შეკითხვებზე პასუხი, რომ გასაცემია, ეს ფაქტია. რაც უფრო მეტად თავს შეიკავებენ ჩემი კოლეგები და მეც რაღაც პოლიტიკური შეფასებებისგან უკეთესი იქნება, ვინაიდან ეს არანაირად არ არის დაკავირებული პოლიტიკურ პროცესთან“, - აღნიშნა გია ვოლსკიმ. ცნობისთვის, საქართველოს გენერალური პროჯურატურა თიბისი ბანკის დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება ამის შესახებ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე საქმის პროკურორმა განაცხადა. ჯაფარიძე და ხაზარაძე ბრალდების შესახებ დადგენილების წარდგენის მიზნით დღეს საგამოძიებო უწყებაში არიან დაბარებული.
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)