03:57 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-23 19:18:58, 1476 ნახვა

კომენტარი
სოფიო კილაძე ბესელიასთან დაკავშირებით ზარდიაშვილის ეჭვებს იზიარებს

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ვანო ზარდიაშვილის კომენტარს, რომელმაც დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია უმრავლესობის დახურული სხდომიდან ინფორმაციის გატანაში დაადანაშაულა, გამოეხმაურა.

კილაძე ადასტურებს, რომ მსგავსი ეჭვები მასაც აქვს. 

„მე ნამდვილად ვადასტურებ, რომ იყო კითხვის ნიშნები უმრავლესობის ერთ-ერთ შეხვედრაზე დასმული ამ კონკრეტული პირის მიმართ კორუფციასთან დაკავშირებით და ეს საკითხი არ გამოვიდა გარეთ. სხვადასხვა საკითხი, რომელიც იმავე შეხვედრაზე იყო დაფიქსირებული, ის საკითხები გარეთ გამოვიდა. რა თქმა უნდა, ბუნებრივად ისმის კითხვის ნიშანი, ვის აწყობდა, რომ ეს თემა არ გამოსულიყო გარეთ და, რა თქმა უნდა, ამაზე პასუხი არის ცალსახა. საზოგადოება თვითონ გააკეთებს დასკვნას, ვის არ აწყობდა ეს თემა გარეთ გამოსულიყო“,- განაცხადა სოფიო კილაძემ. 

სოფიო კილაძემ  ჟურნალისტების კითხვაზე, თუ კონკრეტულად ვინ  დაუსვა ეკა ბესელიას კითხვები კორუფციასთან დაკავშირებით, პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics