|
2019-07-23 16:11:50, 2015 ნახვა
ეკონომიკა
არველაძე: კანადასთან საინვესტიციო შეთანხმების გაფორმება ინვესტორებს ინვესტიციების განხორციელებაში დაეხმარება
კანადის დედაქალაქ ოტავაში საქართველოსა და კანადას შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ შეთანხმების პროექტზე (FIPA) მოლაპარაკებების მე-3 რაუნდი მიმდინარეობს. საქართველოს მხრიდან მთავარი მომლაპარაკებელია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე. მინისტრის მოადგილის განცხადებით, აღნიშნული შეთანხმება, რომლის თაობაზეც მოლაპარაკება მიმდინარეობს, საქართველოსა და კანადას შორის ეკონომიკური შინაარსის პირველი დოკუმენტია. მისი გაფორმება ხელს შეუწყობს როგორც ქართველ, ისე კანადელ ინვესტორებს განახორციელონ ინვესტიციები ორივე ქვეყნის ტერიტორიაზე. მისი თქმით, საინვესტიციო შეთანხმება წაახალისებს სამეწარმეო ინიციატივებს და მოახდენს კერძო კაპიტალის თავისუფალი მოძრაობის სტიმულირებას, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს მხარეთა ეკონომიკურ განვითარებას და ეკონომიკური რესურსების ეფექტურ გამოყენებას აღნიშნული შეთანხმების პროექტის დებულებები მოიცავს ინვესტიციებისა და ინვესტორების დაცვის მექანიზმებს, მხარეთა შორის დავის წამოჭრის შემთხვევაში, მათი გადაჭრის გზებს, რაც მნიშვნელოვანი წინაპირობაა მხარეთა შორის საინვესტიციო საქმიანობის განვითარებისათვის. აღსანიშნავია, რომ „კანადასა და საქართველოს შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ" შეთანხმების ახალი სამოდელო პროექტის განხილვა კანადის მხარემ საქართველოს 2018 წლის მარტში, საქართველოს შესთავაზა. წარმატებული წინასწარი მოლაპარაკებების შემდგომ, მხარეებს შორის მოლაპარაკებების პირველი ოფიციალური რაუნდი 2018 წლის აგვისტოში ქალაქ ოტავაში, ხოლო მეორე რაუნდი თბილისში 2019 წლის 21-22 იანვარს გაიმართა.
(NS)
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის საწყობზე თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რაოდენობამ 60-ს გადააჭარბა
19 ივლისს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა
რუსეთში ათასობით ტურისტული სააგენტოს დახურვა დაიწყო
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის გენერალურმა შტაბმა ნავთობის საცავის გარდა, ტანკერების და გემ „სვეტლიაკის“ დაბობვის შესახებ განაცხადა
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)