16:22 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-23 11:51:45, 1616 ნახვა

პოლიტიკა
გაბუნია: ინფრასტრუქტურის სამინისტრომ თანხების ათვისების თვალსაზრისით წელი სწორი პოლიტიკით დაიწყო

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის ზაზა გაბუნიას განცხადებით  ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, კაპიტალური სამუშაოების თანხის ათვისების თვალსაზრისით, წელი სწორი პოლიტიკით დაიწყო და  ეს ჩანს 6 თვის თავზეც, როცა გეგმა გადაჭარბებით არის შესრულებული.

„რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ               ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 6 თვის განმავლობაში, 673 მილიონი ლარი დახარჯა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სამინისტრომ დაახლოებით 183 მილიონი ლარით მეტის  ათვისება მოახერხა, რაც სამინისტროს არსებობის ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.  ეს სამინისტროს საქმიანობის  ერთი მიმართულებაა და მხოლოდ ამ მიმართულებით იგი 400 მილიონი ლარის 6700 პროექტს მართავს. ამ ოდენობის თანხა და ამ რაოდენობის პროექტი სამინისტროს არსებობის მანძილზე არ ათვისებულა/განხორციელებულა და ეს მხოლოდ ბოლო ერთი წლის განმავლობაში დანერგილმა სისტემურმა ცვლილებებმა განაპირობა“, - განაცხადა ზაზა გაბუნამ.

კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, უკვე ნათელია, რომ ის ამბიციური გეგმა, რომელიც წლის დასაწყისში რეგიონული განვითარების თვალსაზრისით ხელისუფლებას ჰქონდა, ეფექტურა სრულდება.

ზაზა გაბუნია იმედს გამოთქვამს, რომ წლის ბოლოსაც ეფექტურობის ასეთი მაღალი მაჩვენებლები იქნება





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics