03:58 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-19 15:09:43, 2669 ნახვა

კომენტარი
ოქრუაშვილი: R2 ჩემი საკუთრებაა, ვაპირებ 80% გადავუფორმო 10 მებრძოლ ჟურნალისტს და ხალვაშთან ისინი იდავებენ

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ "რუსთავი 2"-ს დაბრუნებას და ტელეკომპანიის 80%-იანი წილის ჟურნალისტებისთვის გადაფორმებას გეგმავს.

ოქრუაშვილის მტკიცებით, თავის დროზე სწორედ ის იყო ტელეკომპანიის რეალური მფლობელი და ქიბარ ხალვაშს წილი ნომინალურად გადაუფორმა. მისივე თქმით, მის სიტყვებს შესაბამისი ხელშეკრულებაც ადასტურებს.

როგორც ოქრუაშვილმა განმარტა, დავას ის ტექნიკურად ვერ იწყებდა იქამდე, ვიდრე კომპანია ხალვაშს არ გადაეცემოდა. 

"მას არასოდეს ეკუთვნოდა „რუსთავი2“. ის იყო ყოველთვის ნომინალური ფიგურა და წარმოადგენდა სხვას. ამ შემთხვევაში წარმომადგენდა მე. ეს არის დადასტურებული შეთანხმებაში, რომლის მიხედვითაც მე ვდაობ, მაგრამ ეს არ არის საინტერესო. კარგად მესმის რამხელა მნიშვნელობა აქვს „რუსთავი2“-ის იმ ფორმატით არსებობას, როგორითაც არსებობდა დღემდე. იმის შენარჩუნება, რომ ქვეყანაში იყოს თავისუფალი გარემო და ქვეყანაში ისმოდეს თავისუფალი სიტყვა. მაგრამ იმის გამო, რომ ძალიან ბევრს შეიძლება კითხვა უჩნდებოდეს, მე ვაპირებ ძალიან მარტივი რამის გაკეთებას. ვაპირებ, რომ ჩემი მოთხოვნის და რაზეც ვდავობ, ჩემი მოთხოვნის 80% გადავცე ათამდე დამოუკიდებელ მებრძოლ ჟურნალისტს სრულიად უსასყიდლოდ და მათ გააგრძელონ დავა ხალვაშთან, ამ შემთხვევაში ხალვაშთან, თორემ ივანიშვილი დგას ამ ყველაფრის უკან რეალურად, იმისთვის რომ "რუსთავი2" არ წაიღოს ივანიშვილმა და საქართველო არ დაემსგავსოს ჩრდილოთ კორეას. ამაღამ ჩამოვდივარ და ხვალ უკვე ვაპირებ ამ ჟურნალისტებთან შეხვედრას. მონახაზი მაქვს ვის შეიძლება ვესაუბრო ამ თემაზე, შევთავაზებ ჩემს პირობებს. მათი მხრიდან მზაობის შემთხვევაში მათ გადავუფორმებ ამ ყველაფერს დაახლოებით 80%", - განაცხადა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა "კურიერთან" ინტერვიუში. 

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics