18:37 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-17 15:29:27, 1992 ნახვა

სამართალი
შსს 20 ივნისის საქმეზე დაკავებული 3 პირის ძალადობრივი ქმედებების ამსახველ ვიდეომასალას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო 20 ივნისის აქციის მიმდინარეობისას ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული 3 პირის ქმედებების ამსახველ ვიდეოკადრებს ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, კადრებში ჩანს ც.ც. ს.ბ და ლ.ჯ. როგორ ესხმიან სამართალდამცავებს თავს და მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა ძალადობრივ ქმედებაში.

 „კადრებში ჩანს 1974 წელს დაბადებული ც.ც. თავს დაესხა სამართალდამცველებს, აყენებდა მათ ფიზიკურ შეურაცხყოფას, ურტყამდა ხელკეტს და აქტიურ მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებაში;

1994 წელს დაბადებულმა ს.ბ.-მ სამართალდამცველებს წაართვა თავდაცვითი დანიშნულების საგანი და აქტიურ მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებაში;

1989 წელს დაბადებული ლ. ჯ. სამართალდამცველებს ურტყამდა ფარს და აქტიურ მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებაში“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა
„თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
დიდი ბრიტანეთი თავდაცვის ბიუჯეტს დამატებით 15 მილიარდი გირვანქით ზრდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics