14:15 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-15 18:24:33, 2005 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს ელჩი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი ზურაბ პატარაძე აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, - ამის შესახებ Haqqin.az იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, საქართველოს ელჩის დაბარება უწყებაში დავით გარეჯში მომხდარ ინციდენტს უკავშირდება. 

"საქართველოს ელჩი აზერბაიჯანში დაიბარეს საგარეო საქმეთა სამინისტროში, იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს რამდენიმე მოქალაქემ დაარღვია ჩვენი ქვეყნის საზღვარი და სასაზღვრო პოლიციას თავს დაესხა. ამასთან, დაკავშირებით მას ვთხოვეთ, რომ სიტუაცია განემარტა. სამწუხაროდ, ასეთი ქმედებები ეწინააღმდეგება აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებას და ამ ინციდენტს განვიხილავთ, როგორც ორ ქვეყანას შორის დაპირისპირებისკენ მიმართულ პროვოკაციას. ჩვენ ქართულ მხარეს ვთხოვეთ ინციდენტის გამოძიება, შესაბამისი ზომების მიღება და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმირება შესრულებულ სამუშაოსთან დაკავშირებით“, - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
საქართველოში სოფლის ოჯახების რაოდენობა ათი წლის განმავლობაში ერთი მეოთხედით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics