14:15 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-15 13:18:42, 1728 ნახვა

პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობა“ 20 ივნისის მოვლენებზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“  20 ივნისის მოვლენებზე საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას რიგგარეშე სხდომაზე დააყენებს - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ განაცხადა.

გოცირიძე იმედოვნებს, რომ საქმის რეზონანსულობის გამო,  ინიციატივა საჭირო 50 ხმას მოაგროვებს. 

„თითქმის ერთი თვე გავიდა, არაფერი კეთდება, პირიქით, ხელისუფლება ცდილობს, რომ კვლავ ჩაფარცხოს ეს დანაშაული და როგორც არაერთხელ მომხდარა, აჭიანურებენ გამოძიებას და როდესაც ხელისუფლება იწყებს არგუმენტებით, რომ „დაველოდოთ გამოძიებას“, ეს იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებას აქვს ჩადენილი დანაშაული და ეს გამოძიება არასდროს იქნება ობიექტური. ამიტომ, უკვე ერთადერთი გამოსავალი დაგვრჩა ის, რომ მოვითხოვოთ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა.
იმდენად რეზონანსული საქმეა,  გვაქვს იმედი, რომ 50 ხმა შეგროვდება ამ პარლამენტში და 50 წესიერი ადამიანი გამოჩნდება, ასევე, უმრავლესობიდან, ექნება იმ ადამიანებს შანსი, რომ გამოასწორონ თავიანთი შეცდომა და ჩამოირეცხონ ის სირცხვილი, რაც მათ ჩაიდინეს ნიკა მელიასადმი იმუნიტეტის გაუქმების სახით. უამრავი სხვადასხვა, ასე ვთქვათ, გარემოებები იკვეთება და ეს არ არის მხოლოდ ის შემთხვევა, როდესაც ქუჩაში მოხდა ადამიანების უკანონოდ დარბევა. ვინ გასცა ბრძანება, საერთოდ, რამდენად მოქმედებს ამ შემთხვევაში კანონი და არაფორმალური მართვის მთელი სიბინძურე გამოჩნდა აი, ამ პროცესში. ასე რომ, გამოძიებამ ბევრ რამეს უნდა გასცეს პასუხი“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
საქართველოში სოფლის ოჯახების რაოდენობა ათი წლის განმავლობაში ერთი მეოთხედით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics