|
2015-07-05 15:14:06, 3889 ნახვა
Lifestyle
პრემიერ-მინისტრი: მალე 2000 ოჯახს გავაბედნიერებთ
588 დღე და 4 საათი დარჩა შერვაშიძის ქუჩაზე ორი 16-სართულიანი კორპუსი მშენებლობის დასრულებამდე, სადაც საცხოვრებელ ბინას 160 დევნილი ოჯახი მიიღებს, ეტაპობრივად კი, 25 თექვსმეტსართულიანი კორპუსი აშენდება. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, დევნილთა და განსახლების მინისტრთან ერთად, დღეს ქუთაისში, შერვაშიძის ქუჩაზე, დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, მასშტაბური მშენებლობის დაწყებას ჩაუყარა საფუძველი. „დღეს საფუძველი ჩაეყარა 25 თექვსმეტსართულიანი კორპუსის მშენებლობას, რომელიც მთლიანად დევნილებს გადაეცემათ. ეს არის დიდი საქმე და მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ჩართული იყო აღნიშნული პროექტის განხორციელებაში. მალე 2000 ოჯახს გავაბედნიერებთ. დევნილებს სჭირდებათ ნორმალური საცხოვრებელი პირობები და ბინები მათ საკუთრებაში გადაეცემათ. ეს არის სახელმწიფოს ვალდებულება, რომ ყველა დევნილმა იცხოვროს ადამიანურ პირობებში,“-განაცხადა მთავრობის მეთაურმა სამშენებლო ობიექტზე ყოფნისას. მშენებლობის ადგილას დამონტაჟებულია ვიდეო კამერა. ყველა დაინტერესებულ პირს და მათ შორის თავად დევნილებს, შესაძლებლობა აქვთ, ნებისმიერ დროს ინტერნეტით ადევნონ თვალი სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას. შერვაშიძის ქუჩაზე ასევე განთავსებულია საათი, რომელზეც ნაჩვენებია მშენებლობის დასრულებამდე დარჩენილი დღეების რაოდენობა
ომი ისრაელს 140 მილიარდი დოლარი დაუჯდა - The Marker
შავ ზღვაში რუსული ნავთობის გადამზიდავ ბერძნულ ტანკერს თავს დაესხნენ - Bloomberg
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)