10:34 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-09 14:55:20, 2226 ნახვა

პოლიტიკა
პუშკოვი: თავისი ღვინო და წყალი შეუძლიათ მოკავშირეებს გაუგზავნონ - ქართველები ჭაში ჩაფურთხებას უნდა გადავაჩვიოთ

რუსი სენატორი ალექსეი პუშკოვი საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს და მხარს უჭერს დუმის წინადადებას თბილისის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების შემოღების თაობაზე, - ამის შესახებ პუშკოვმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერო. 

როგორც სენატორმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლებამ ბოდიშის მოხდის დრო ხელიდან გაუშვა. 

„მხარს ვუჭერ სახელმწიფო დუმის ინიციატივას. საქართველოში ანტირუსული გამოხტომებით ზედმეტი მოუვიდათ, „რუსთავი 2“-ის პროვოკატორებით, ჩვენს ტურისტებზე თავდასხმებით. თავისი ღვინო და წყლები შეუძლიათ უფასოდ გაუგზავნონ ნატოელ მოკავშირეებს - არა მგონია მათ გადაუხადონ. ჭაში ჩაფურთხებას უნდა გადავაჩვიოთ. ბოდიშის მოხდის დრო უკვე გავიდა“, - წერს პუსკოვი. 

პუშკოვმა საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც რუსული სანქციებისგან დაზარალდებიან „ურჩია პრეტენზიები საკუთარ ხელისუფლებას წარუდგინონ“.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპს სურს, რომ ჯანი ინფანტინო გაეროს შემდეგი გენერალური მდივანი გახდეს - New York Post
აშშ-ის მოკავშირეები ახლო აღმოსავლეთში ტრამპს ირანში სახმელეთო შეჭრის დაწყებისკენ მოუწოდებენ
უკრაინამ კრასნოდარსა და ნევინომისკში Wildberry-ის საწყობებს დაარტყა. რვა ადამიანი დაშავდა
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics