|
2019-07-03 18:43:18, 1303 ნახვა
პოლიტიკა
გრიგორი კარასინი: ზურაბიშვილის განცხადება ჟენევის მოლაპარაკებებზე უარყოფითად აისახა
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის განცხადებით, ჟენევის მოლაპარაკებების 48-ე რაუნდზე დაძაბული ატმოსფერო იყო, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება. კარასინის განმარტებით, დაძაბულობის მიზეზი 20-21 ივნისს მომხდარი მოვლენებია. "ვიგრძენი, რომ თანათავმჯდომარეები ძალიან ნერვიულობდნენ, რადგან არ იცოდნენ იქნებოდა თუ არა შეხვედრაზე ღია კონფრონტაცია. გამოვთქვით მოსაზრებები და ამის შემდეგ შევთანხმდით, რომ ეს არ იყო დღის წესრიგით გათვალისწინებული. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი საქმე და თემების განხილვა. ეს არის უსაფრთხოება, ჰუმანიტარული ბლოკი, ძალის არგამოყენება და სხვა. ყველა საკითხი განვიხილეთ, მაგრამ ასე გეტყოდით, მთავარი ვერ გადავწყვიტეთ. ეს არის სტატუსი და როდესაც ვუახლოვდებით ამ ძველ თემას, მაშინვე ტემპერატურა იწევა", - განაცხადა კარასინმა. გარდა ამისა, რუსი დიპლომატი საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც ქვეეყანაში სიტუაციის დეესკალაცია რუსეთს აწყობს. "სალომე ზურაბიშვვილის განცხადება, დემონსტრანტების შეძახილები, ამ ყველაფერს ტელევიზიით აჩვენებდნენ და ამნ თავისი გავლენა იქონია. ზურაბიშვილის განცხადებას ბომბის აფეთქების ეფექტი ჰქონდა. ორმხრივ ურთიერთობებში, მეზობელი ქვეყნის ლიდერმა მსგავსი განცხადებები არ უნდა აკეთოს. უფრო ფრთხილად და მოწიწებით უნდა არჩევდეს რა თქვას", - აღნიშნა კარასინმა.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)