15:03 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-02 12:40:02, 8945 ნახვა

სამართალი
სააპელაციო სასამართლომ ნიკა მელიასთვის გირაოს შეფარდების გადაწყვეტილება ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრის ნიკა მელიას საქმეზე პროკურატურის საჩივარი არ დააკმაყოფილა. 

ამასთან, მოსამართლემ ხსენებული გადაწყვეტილებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მელიასთვის გირაოს შეფარდების თაობაზე ძალაში დატოვა.

ბრალდების მხარემ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობა დააყენა. პროკურორის განმარტებით, ნიკა მელიას მხრიდან მოწმეებზე ზემოქმედების, მტკიცებულებების განადგურების საფრთხე არსებობს. 

გარდა ამისა, სასამართლოს სარჩელით, მელიას ადვოკატმაც მიმართა. კერძოდ, ადვოკატის გიორგი კონდახიშვილის მტკიცებით, ნიკა მელიას საცხოვრებელი აგილის დატოვება სამართალდამცავი ორგანოს თანხმობის გარეშე უნდა შეეძლოს, თუმცა მოსამართლემ ეს სარჩელიც არ დააკმაყოფილა. 

ცნობისთვის, მელიას 30 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული. 

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკის თქმით, უკრაინამ მოსკოვის რეგიონში მდებარე დუბნას კოსმოსური კომუნიკაციების ცენტრს მეორედ დაარტყეს
კახა კალაძე; პეტერ ფიშერი არის მაგალითი იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს ელჩი
ნატა ფერაძე: ბერას გინებაზე 3 000 ლარით დამაჯარიმეს
ეკატერინე ივანიშვილი მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედის მიმართვას პასუხობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics