18:30 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-23 14:45:20, 1114 ნახვა

პოლიტიკა
დიმიტრი სანაკოევი: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ავუხსნათ აფხაზებს, რომ ე.წ. ხელშეკრულება დიდი შეცდომაა

აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ე.წ. ხელშეკრულების თემაზე საქართველოს პრეზიდენტი  გიორგი მარგველაშვილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ ვახტანგ ყოლბაიას, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ დიმიტრი სანაკოევს და ამ თემაზე მომუშავე ორგანიზაციებს შეხვდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ დიმიტრი სანაკოევმა რუსეთის დუმის მიერ აფხაზეთთან ე.წ.  ხელშეკრულების  რატიფიცირება შეაფასა:

"რაც შეეხება ხელშეკრულების რატიფიცირებას, ის რომ ხელშეკრულების ხელმოწერა მოხდა რუსეთსა და აფხაზეთის მხარეს შორის, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა  ავუხსნათ აფხაზებს, რომ    ეს არის დიდი შეცდომა. დღესაც პრეზიდენტმა ამაზეც განაცხადა, რომ აფხაზები იმ მიმართულებით თუ წავლენ, შეიძლება მათი   ეროვნული იდენტიფიკაცია დაიკარგოს",-განაცხადა დიმიტრი სანაკოევმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლები: „გადავარჩინოთ ჩვენი შვილები“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics