17:56 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-01 16:19:53, 1753 ნახვა

ეკონომიკა
თიბისი TKT.GE-ს საკონტროლო პაკეტის მფლობელი გახდა

 

 „თიბისი ბანკის“ ჯგუფმა (TBC BANK GROUP PLC) ბილეთების შეძენის ონლაინ პლათფორმა TKT.GE - ში თავისი წილი 26 % - დან 55 %-მდე გაზარდა და საკონტროლო პაკეტის მფლობელი გახდა. ჯგუფმა TKT.GE -ს 26 % -იანი წილი ერთი წლის წინ შეიძინა.  მხარეებს შორის გარიგება სრულად შეესაბამება თიბისი ჯგუფის გადახდების ბიზნესის, ეკოსისტემების განვითარების და რეგიონში ექსპანსიის, კერძოდ აზერბაჯანის და უზბეკეთის ბაზრებზე შესვლის სტრატეგიას.

ონლაინ პლათფორმა  TKT.GE 2015 წელს შეიქმნა და დაარსებიდან 3 წლის თავზე მინიმალური კაპიტალით და ძლიერი გუნდის დამსახურებით უპირობო ლიდერი გახდა ქართულ ბაზარზე. ამ ხნის  განმავლობაში, სხვადასხვა ტექნოლოგიური ინოვაციების დანერგვით და მომხმარებელზე ზრუნვით. TKT.GE - მ შეცვალა მომხმარებლის ქცევა,  თუ ადრე მხოლოდ ბილეთების 30% იყიდებოდა ონლაინ, დღეს ეს რიცხვი 80%-ს აჭარბებს.

მუდმივად განვითარებადი პლათფორმის და გამოცდილი, პროფესიონალური გუნდის დახმარებით, TKT.GE - მ წარმატებით ჩაატარა 3000-მდე ღონისძიება, მათ შორის მსოფლიო დონის A Class-ის არტისტების მონაწილეობით.  TKT.GE - ს მენეჯმენტი მზად არის მომხმარებლებს ახალ ქვეყნებში მოემსახუროს, უახლოეს მომავალში იგეგმება უზბეკეთის ბაზარზე შესვლა და სხვადასხვა ინოვაციური სიახლეები ქართველი მომხმარებლებისთვის.

TKT.GE -ს ტექნიკური პლატფორმა შექმნილია კომპანია „ლემონდუს“ მიერ, რომელიც რჩება შპს „ონლაინ თიქეთსის“ მმართველ პარტნიორად და თიბისი ჯგუფთან  ერთად იზრუნებს კომპანიის სამომავლო სტრატეგიის განხორციელებაზე. „ლემონდუ“ არის წარმატებული IT კომპანია მსოფლიო ბაზარზე, რომელმაც არაერთი ტექნოლოგიური სტარტაპი შექმნა და განავითარა.

 

 

 

(R)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
უკრაინის გენერალურმა შტაბმა ნავთობის საცავის გარდა, ტანკერების და გემ „სვეტლიაკის“ დაბობვის შესახებ განაცხადა
ტაქსის ფასებით თურქეთი საქართველოს მეზობლებს შორის ლიდერობს, საქართველო კი მეორე ადგილზეა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics