15:19 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-03 16:20:48, 1283 ნახვა

სხვადასხვა
პაციენტმა სასწრაფოს ექიმებზე დანით თავდასხმა სცადა

ვაშლიჯვარის ასახვევში გამოძახებულ სასწრაფოს ექიმებს 20 წლის პაციენტი დნით დაესხა თავს.

როგორც „ექსპერსნიუსს“ სასწრაფო დახმარების ცენტრის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელმა ნათია გედენიძემ განუცხადა, ინციდენტს მოგვიანებით პაციენტის მამაც შეუერთდა. ექიმებმა მოასწრეს მანქანაში შესვლა და კარების ჩაკეტვა, რის შემდეგაც თავდამსხმელებმა სასწრაფო დახმარების მანქანას ორი საბურავი დაუჭრეს.

„პაციენტი, რომელიც ოპერაციის შემდეგ გულ-მკერდის არეში ტკივილს უჩიოდა, მისულ ბრიგადას სადარბაზოში დახვდა და იმ კლინიკაში გადაყვანა მოსთხოვა, რომელშიც ოპერაცია გაუკეთეს. შემდეგ კი, სანამ ექიმები მის მოთხოვნას შეასრულებდნენ, დანა ამოიღო და პროცესის დასაჩქარებლად ექიმებზე თავდასხმა სცადა.“ - განაცხადა ნათია გედენიძემ.

ექიმების მიერ გამოძახებულმა პატრულმა თავდამსხმელები დააკავა. პაციენტი  გადაყვანილ იქნა კლინიკაში. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლები: „გადავარჩინოთ ჩვენი შვილები“
მდინარაძე: ტრადიციული ღირებულებები ქართული საზოგადოების მთავარი ორიენტირია
ცოტნე ივანიშვილი აცხადებს, რომ ძალადობას გმობს, თუმცა არ არის იმ პოზიციაში, რომ რაიმე ქმედითი გააკეთოს
საია: საქართველო 17 მაისს ლგბტქი უფლებებთან დაკავშირებული მწვავე დისკუსიებისა და კრიტიკის ფონზე ხვდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics