04:33 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-27 10:54:52, 1443 ნახვა

პოლიტიკა
საქართველომ და 6 ქვეყნის დელეგაციამ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესია პროტესტის ნიშნად დატოვა

რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის საქართველოს წარმომადგენელმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესია რუსეთის დელეგაციისთვის ხმის უფლების დაბრუნების გამო პროტესტის ნიშნად დატოვა - ამის შესახებ ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

მედია საშუალების ინფორმაციით, სესია პირველად უკრაინის წარმომადგენელმა დატოვა, მას შეუერთდნენ საქართველოს, ესტონეთის, ლატვიის, ლიეტუვას, პოლონეთის და სლოვაკეთის წარმომადგენლები.

მათივე ცნობით, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც საპარლამენტო ასამბლეამ  მიიღო რეზოლუცია, რომლითაც  რუსეთის დელეგაციას უფლებამოსილება სრულად აღუდგა.

შეგახსენებთ, რომ 2014 წლის აპრილში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის დელეგაციას ხმის მიცემის უფლება ყირიმის ანექსიის გამო შეუზღუდა.

 

 

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics