12:30 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-25 19:40:58, 1864 ნახვა

კომენტარი
გოცირიძე უმრავლესობას - ყველას, ვინც ნიკა მელიასთვის მანდატის შეჩერებას მისცემთ ხმას, კანონი გაგასამართლებთ

„ის რაც ხდება, ნიშნავს, რომ ქვეყანაში ფაქტობრივად მყარდება პოლიტიკური დიქტატურა“, - ასე გამოუხმაურა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე მისი თანაგუნდელის, ნიკა მელიას სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას.

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, სადაც პროკურატურის მიმართვის საფუძველზე, ნიკა მელიასთვის დეპუტატის მანდატის შეჩერებაზე მსჯელობენ, გოცირიძემ მმართველ გუნდს მიმართა და მოუწოდა, საკითხს მხარი არ დაუჭირონ.

„იწყება პოლიტიკური რეპრესიები ქვეყანაში. მე მოგიწოდებთ პარლამენტს, თითოეულ თქვენგანს, რომელმაც, ამ მომართვას უნდა უყაროს კენჭი, ნუ ჩაიდენთ დანაშაულს, ნუ შეუწყობთ ხელს ქვეყანაში მძიმე ვითარების შექმნას. ეს არის პირდაპირ პოლიტიკური დევნა. თითოეულ ადამიანს, ვინც ამ წინადადებას მისცემს ხმას, გაასამართლებს ისტორია, გაგასამართლებთ კანონი და გაგასამართლებენ საკუთარ ოჯახში. თქვენ ხართ უმძიმეს მდგომარეობაში, მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილის სურვილის შემსრულებლები. რასაც ჩადიხართ, ეს არის წარმოუდგენელი უკანონობა ქართული სახელმწიფოსი და ქართული დემოკრატიის წინაშე. მოგიწოდებთ კიდევ ერთხელ, დღეს არ მისცეთ ამ წინადადებას ხმა. პარლამენტს მოვუწოდებ, გამოიჩინოს პოლიტიკური სიბრძნე და ამ რეპრესიულ გადაწყვეტილებას არ დაუჭიროთ მხარი“, -  განაცხადა რომან გოცირიძემ.

შეგახსენებთ, პროკურატურამ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. უწყებამ პარლამენტს წინადადებით მიმართა, რომლითაც საკანონმდებლო ორგანოს მელიას დაკავების თაობაზე თანხმობას სთხოვს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ქართველი დიპლომატები და საზოგადოება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონების ანექსიური პროცესებისა და უსაფრთხოების რისკების გაძლიერებასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს
უკრაინამ ვოლგოგრადში მდებარე „ისკანდერის“ სარაკეტო ქარხანას „ფლამინგოს“ რაკეტები დაარტყა
დროა: როდესაც ხოშტარია არ არის გადაყვანილი სამოქალაქო კლინიკაში, ეს სადამსჯელო ოპერაციაა
სააკაშვილი: ზურაბიშვილი საქართველოს ისტორიაში ყველაზე ცუდი საგარეო საქმეთა მინისტრი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics